“სერპანტინს” არავითარი კავშირი თამაზაშვილების ოჯახთან არ აქვს"
05-02-2014, 15:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კომპანიის დირექტორი ზურაბ ფეიქრიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამოთქმულ ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმად, "სერპატინს" თამაზაშვილების ოჯახთან აქვს კავშირი, რის გამოც ტენდერებში იმარჯვებს.

 

"არავითარი კავშირი თამაზაშვილების ოჯახთან არ აქვს. თუ შეიძლება კავშირად ჩაითვალოს ის, რომ ზვიად ჯანყარაშვილი და თამარ ჯანყარაშვილი მოგვარეები არიან, არ ვიცი. არავითარი ნათესაური კავშირი მათ შორის არ არსებობს. არც კი იცნობენ ერთმანეთს. ასე ხომ არ შეიძლება, საქართველოში იმდენი გვარია და ყველაზე ხომ ვერ ვიტყვით, რომ ერთმანეთის ნათესავია. არ შეიძლება ასეთი უტიფარი ტყუილების ტელევიზიით გაჟღერება. ამ ხალხს საერთოდ ნამუსი აქვს დაკარგული", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

 

 

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ "სერპანტინის" 51%-იანი წილის მფლობელი ჯანყარაშვილი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედაა, ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ კომპანიის წილები წლების წინ გადანაწილდა.

 

 

"ეს კომპანია 1957 წლიდან ფუნქციონირებს. მაშინ იყო №9 სამმართველო, რომლის უფროსი იყო გიორგი ზედელაშვილის მამა გივი ზედელაშვილი, პროფესიით მშენებელი, ინჟინერი, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა საქართველოსთვის. შემდგომ დაიწყო პრივატიზაცია და კომპანიის თანამშრომლების მიერ მოხდა სახელმწიფოსგან მისი გამოსყიდვა. წილების გადანაწილების დროს 51% გადანაწილდა თამარ ჯანყარაშვილზე, რომელიც იყო გივი ზედელაშვილის მეუღლე. გივი ზედელაშვილი გარდაიცვალა და ბუნებრივია, ის 51% დარჩა თამარ ჯანყარაშვილს", - განმარტა ფეიქრიშვილმა.

 


გარდა ამისა, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ "სერპატინი" წინა ხელისუფლების დროსაც ინტენსიურად მუშაობდა".

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" დროს უფრო მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ახლა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს 16 მლნ-მდე ღირებულების სამუშაოები გვაქვს შესრულებული. მთლიანი ბრუნვა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში დაახლოებით, 50 მლნ-მდეა, შეიძლება, მეტიც. რაც შეეხება ტენდერებს, ის ტარდება ელექტრონული ფორმით და ნაწილი არის პაკეტური სისტემით, რომელიც მსოფლიო ბანკის ტენდერებია. თუ თვითონ იყვნენ მიჩვეულები რაღაცის ჩაწყობას და ვიღაცისთვის რაღაცის მიცემას, ჩვენ ასეთი განებივრებულები არასოდეს ვყოფილვართ", - განაცხადა ზურა ფეიქრიშვილმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრის ოჯახში კორუფციაზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა.

 

 

ამასთან, მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა", რომლის 51%-ის მფლობელი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი თამარ ჯანყარაშვილია.

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3173&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი