თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ სემეკ-ის წევრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში წარადგინეს. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცედურულად შემდეგი ნაბიჯი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენაა.
დედაქალაქის ყოფილი მერი დარწმუნებულია, რომ მის კანდიდატურას აღნიშნულ პოსტზე საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს.
„ვადასტურებ, რომ გუშინ წარადგინეს ჩემი კანდიდატურა საქართველოს მთავრობაში, სემეკ-ის წევრად თანხმობის მოსაპოვებლად, რომლის შემდეგი პროცედურაც იქნება საქართველოს პარლამენტში წარდგენა. ველოდებით პროცედურებს და შესაბამისად, პროცედურების მიხედვით მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება“, განაცხადა დავით ნარმანიამ, რომლის კანდიდატურაც სემეკ-ის წევრად პრეზიდენტმა წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.