მიხეილ გიორგაძე: ჩემთვის სრულიად მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ასეთი ბრალდებების და პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხყოფის ასე საჯაროდ წარმოთქმა
15-12-2017, 12:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ბრალდებებს გამოეხმაურა.

 

 

„ნამდვილად მგონია, რომ ძალიან სერიოზული დასაბუთება და არგუმენტაცია სჭირდება მსგავს ბრალდებებს და ძალიან სამწუხაროა, რომ არაარგუმენტირებულად ისმის ეს ბრალდებები. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრის მიმართ ასეთი ბრალდებების და პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხყოფის ასე საჯაროდ წარმოთქმა და გაჟღერება", განუცხადა მიხეილ გიორგაძემ „რუსთავი 2"-ს.

 


მინისტრის თქმით, იმაზე მეტის თქმა, რაც პრემიერმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, უბრალოდ შეუძლებელია.

 

 

„თუმცა როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება და საშუალება, მიმართოს შესაბამის უწყებებს კითხვების შემთხვევაში და ამ უწყებებმა შესაბამისი დასკვნები უნდა დადონ. მე გამოვრიცხავ ასეთ შესაძლებლობას, თუ-ზე ვერ ვისაუბრებ“, აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

 

 

კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი