გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი წინაპრების უნარმა, იყო ადეკვატური და პროგრესული, მისცა სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას ეპასუხა მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევებისათვის
15-12-2017, 15:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერთან, დედაქალაქის მერთან, ხელისუფლების და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას დაესწრო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" აღდგენას საჭირო, მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული გადაწყვეტილება უწოდა და უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ისევე როგორც უნივერსიტეტი, მომავალ წელს პირველი ქართული რესპუბლიკაც 100 წლის გახდება და ამ თარიღზე ფიქრისას მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენი წინაპრების ადეკვატურობა რეალურ პერიოდთან მიმართებაში, რადგან ისინი გამოყოფდნენ იმ ძირითად, განსაკუთრებულსა და მამოძრავებელ იდეებს, რომელიც კაცობრიობისათვის იყო მთავარი და ფუნქციური.

 


პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი პროგრესული გადაწყვეტილება იყო სწორედ ქვეყნის, სახელმწიფოს რესპუბლიკის ფორმით დაარსება და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება.

 


ჩვენი წინაპრების უნარმა, იყო ადეკვატური და პროგრესული, მისცა სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას ეპასუხა მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევებისათვის", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


მისი თქმით, ამ გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულა ქართულმა უნივერსიტეტმა და ფუნდამენტი ჩაეყარა იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელსაც უნდა მოეტანა ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეექმნა ახალი თაობა, რომელიც იტვირთავდა ქვეყნის მომავალ მართვას, აქედან ანათებდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა.

 


როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


თსუ-ში ასევე გაიმართა "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, საზოგადოების წევრთა სიები, შემოწირულობის დავთრები, დებულება, ამ საზოგადოების წევრებთან ფოტოპორტრეტები და ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი