საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება
16-12-2017, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიაზე ორი ახალი ფრაქციით წარსდგება. ფრაქციების შექმნა საპარლამენტო უმრავლესობაში იგეგმება.

 

 

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, დამატებითი ფრაქციები სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება.

 

 

„უმრავლესობის შიგნით იქმნება ორი ახალი ფრაქცია, ჩვენ საგაზაფხულო სესიაზე წარვსდგებით ახალი, გადახალისებული შემადგენლობით, ამაში ვგულისხმობ გადაჯგუფებას უკეთესი კოორდინაციისთვის, უკეთესი მენეჯმენტისათვის. ვფიქრობთ, რომ ამ გადაჯგუფების მთავარი მიზანი იქნება კარგი მენეჯმენტი. მართალია, რომ ერთი დიდი, 86-წევრიანი და 6-წევრიანი პატარა ფრაქციები არ არის საუკეთესო მენეჯმენტის საფუძველი, რა თქმა უნდა, იქნება ერთი მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნება" და იქნება დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. ამ ფრაქციებს შორის ამ ჩაშლის ერთ-ერთი ინიციატორი პირადად მე გახლდით, იქედან გამომდინარე, რომ 86 - წევრიანი ერთი ფრაქცია და რამდენიმე 6-წევრიანი ფრაქცია მენეჯმენტის საუკეთესო წყარო არ შეიძლება იყოს" , განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ახალი ფრაქციების კონფიგურაცია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც მმართველ გუნდში საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

 

 

„ახალი ფრაქციები უკეთესი კოორდინაციის, ეფექტურობისა და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით კოორდინაცია კიდევ უფრო მოქნილი და მობილური იყოს. ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ უმრავლესობაში არსებული მცირე ზომის ფრაქციები ბევრად უფრო მობილური არიან“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ფრაქციების გადაჯგუფება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს არ უკავშირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი