გიორგი გახარია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
16-12-2017, 12:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

 

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ელჩის მოადგილე, მონიკა ლენჰარდი და საქართველოში გერმანიის პოლიციის ატაშე, შტეფან ელერტი.

 


„მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 


გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს და თბილისში გერმანიის პოლიციის ატაშეს ოფისის გახსნის მნიშვნელობას. მხარეებმა უკანონოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.

 


შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანიის ელჩს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 


გიორგი გახარიამ სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი