ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ და ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
16-12-2017, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავენ. ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

 

 

„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელისმომწერი წევრები, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერნი ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს შორის, საქართველო უფრო წინ წასულად მიიჩნევა, მათ შორის იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია.

 


იმისათვის რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, აუცილებელია რომ მთავრობამ გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

 


მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი „ფარული მიზნებით“ და „არაკეთილსინდისიერი მოტივით“ დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

 


პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერ მინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის.

 


მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რუსთავი2-ის, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია.

 


ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს პირველ რიგში აკისრია მათ, ვინც საქართველოს ხალხმა საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია".

 


პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიბერალები, ლიტვა); დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია; ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე); ჟიგიმანტას ბალჩიტისი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ლიტვა); ივან სტეფანეჩი (ევროპის სახალხო პარტია, სლოვაკეთი); იარომირ შტეტინა (ევროპის სახალხო პარტია, ჩეხეთი); სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტია, ლატვია); ანა ფოტიგა (ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები, პოლონეთი); ხოსე ინაციო ფარია (ევროპის სახალხო პარტია, პორტუგალია); ჰილდე ვაუტმანსი (ლიბერალები, ბელგია).

 

 

წერილი ცოტა ხნის წინ „ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი