მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პეტრო პოროშენკოს შემრიგებლური წერილი მისწერა
17-12-2017, 16:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უარყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პეტრო პოროშენკოს წერილი მისწერა საპროტესტო აქციების შეჩერებისა და კომპრომისზე წასვლის წინადადებით. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა „სტრანა“ წერს.

 


სააკაშვილის მიერ პოროშენკოსთვის წერილის გაგზავნის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები წერდნენ.

 


„მე მათ უფრო მეტად დავესხმები თავს, ვიდრე ოდესმე“, უთხრა სააკაშვილმა „სტრანას“ და დასძინა, რომ მზადაა ხელისუფლებასთან ღია მოლაპარაკებებისთვის.

 


„ისინი (ხელისუფლება) ახლა ჩვენ გვყოფენ, ისინი მთელი დღე საინფორმაციო პროვოკაციას ახორციელებენ, რომ მარში სხვა ადგილას იქნება, საუბრობენ რაღაც საიდუმლო შეხვედრებზე, მოლაპარაკებებზე. მე თქვენ პირდაპირ გეუბნებით: ჩვენ წინ წავიწევთ, ჩვენ მათ გავაძევებთ... და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ მათთან მოლაპარაკებებს. ჩვენი ყველა მოლაპარაკება არა ჩაკეტილ სივრცეში, არამედ კამერების წინ წარიმართება. ეს იქნება მოლაპარაკებები ოლიგარქიული სისტემის თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლისა და მათი ოლიგარქიული შეთქმულების შედეგად მითვისებული ხელისუფლების ხალხისთვის დაბრუნებაზე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი