ეკა ბესელია: “თამაზაშვილის კავშირი “სერპანტინთან” ისეთივე ტყუილია, როგორც ბრალდება, რომელიც თავის დროზე წაუყენეთ”
05-02-2014, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას საპარლამენტო სესიაზე უპასუხა.

 

"ძალიან მოკლედ მინდა, ვუპასუხო ბეჟაშვილს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან სრულიად შეგნებულად არასწორად გაავრცელა და ილაპარაკა სიცრუე. ბატონო ლევან, ამას ალბათ, უპასუხებს პირდაპირი ადრესატი, ვინც არის და უფრო დეტალურად, ვიდრე მე მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, მინდა, საზოგადოებას ვუთხრა. კომპანია "სერპატინი", რომელზეც თქვენ საუბრობდით, კომუნისტების პერიოდიდან არსებობს და როგორც ჩემთვის ცნობილია, 1957 წლიდან იყო ის სამართალმემკვიდრე მეცხრე სამმართველოსი და 2000 წელს მოხდა წილების განაწილება. ახლა არ დაუწყია ამ კომპანიას მშენებლობა. სხვათაშორის, ეს კომპანია 2007–2009 წლებში მისი წლიური ბრუნვა იყო ძალიან მაღალი და რამდენიმე მილიონს აჭარბებს. შეგიძლიათ, ეს ციფრები ნახოთ, თუ მართლა გაინტერესებთ და არ ხართ დაინტერესებული, რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოთ. საზოგადოება ამის თაობაზე შეიტყობს. რაც მთავარია, თამაზ თამაზაშვილს და მის ოჯახს მის კომპანიასთან არ აქვს არანაირი კავშირი. მისი კავშირის შესახებ ისეთივე ტყუილია, როგორც ის ბრალდება, რომელიც მას თავის დროზე წაუყენეთ, იარაღი რომ ჩაუდეთ, უკანონოდ რომ ამყოფეთ ციხეში. ეს ისეთივე ტყულია, როგორიც იყო ის კლიპები, რომელსაც თქვენ ამზადებდით, ატრიალებდით ყოველდღიურად და ამ ადამიანს აბრალებდით ათასგვარ სისაძაგლეს. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ ამ სიცრუის და შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებას. თავი დაანებეთ ამ სიცრუის და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 


შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრის ოჯახში კორუფციაზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრემიერის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის ბიძაშვილი იოსებ ქადაგიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და სატენდერო კომისიის თავჯდომარედ დაინიშნა.

 

ამასთან, მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში საგზაო მშენებლობაში გამოცხადებულ ტენდერებში უკვე 9-ჯერ გაიმარჯვა შპს "სერპანტინმა", რომლის 51%-ის მფლობელი შს მინისტრის მოადგილის გიორგი ზედელაშვილის დედა და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, თამაზაშვილის დის შვილის ზვიად ჯანყარაშვილის ახლო ნათესავი თამარ ჯანყარაშვილია.

 

 

 იხილეთ ეკა ბესელიას პარლამენტის სხდომაზე გამოსვლის ვიდეო ვერსია. 

 

                                                         

 

 

 

 

 

 

http://pia.ge/show_news.php?id=3174&lang=geo 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი