სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო
19-12-2017, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააპელაციო სასამართლომ პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

 

 

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 მაისის  გადაწყვეტილება, რომლითაც პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისთვის ო.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით. 

 

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 05:25 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ო.ბ.-მ, სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე ვერ უზრუნველყო მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის  ავტომანქანის სწორი და უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს და ჩავარდა წყლის საწრეტ არხში. 

 


აღნიშნული შეამჩნიეს საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის სამმართველოს თანამშრომლებმა, რომელთა კანონიერ მოთხოვნას ო.ბ. არ დაემორჩილა, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და გაქცევა სცადა, რა დროსაც იგი  დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. პოლიციის თანამშრომლებმა ო.ბ.- ს განუმარტეს, რომ მას ჩადენილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რის შემდეგაც მან სამართალდამცველებს მოსთხოვა არ შეედგინათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მათ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ საჩივრის შეტანით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინეს. აღნიშნულით განაწყენებულმა ო.ბ.-მ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, 2016 წლის 7 აპრილს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მიმართა საჩივრით, სადაც მიუთითა, რომ თითქოსდა პოლიციის მუშაკებმა გადაამეტეს მათი უფლებამოსილება და გამოიყენეს მის მიმართ ძალადობა, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.  

 


საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, მოწმეთა ჩვენებებით,  სასამართლო სამედიცინო, ტრასოლოგიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით ო.ბ.-ს მიერ მითითებული გარემოებები არ დადასტურდა. 

 


ო.ბ.-ს ბრალდება 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (პირადი მოტივით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო  5000 ლარის ოდენობით.

 


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი