ლევან იზორია: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელსაც მომავალ წელს აშშ-თან ერთად ვიწყებთ, ყველაზე ამბიციური პროექტია
20-12-2017, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელსაც მომავალ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიწყებთ, ყველაზე ამბიციური პროექტია, რომელიც კი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად დღემდე გვქონია“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში მოხსნებისას ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ 22 აგვისტოს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება GDRP-ის უშუალო განხორციელებას ითვალისწინებს.

 

 

„სწორედ, ამ პროგრამის ფარგლებში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა დავიწყეთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. მაისის თვიდან კი, ერთობლივ წვრთნებს დავიწყებთ, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეს გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი მიღწევაა, რომელის პრეცედენტიც მანამდე არ გვქონია“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდა. პროგრამის ფარგლებში დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების 9 სამანევრო ბატალიონი. პროგრამის განხორციელებისთვის აშენდება ნატოს სტანდარტების საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ვაზიანის ბაზაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი