გიორგი კვირიკაშვილი გადადგომაზე: მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ტირაჟირებს
20-12-2017, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადებები რომ არ გაეკეთებინა ჩემი გუნდის წევრების მიმართ, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებდი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ირმა ნადირაშვილის შეკითხვის საპასუხოდ.

 

 

შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა გია გაჩეჩილაძეს მოლოდინი, რომ პრემიერი მის პირად საკითხს მოაგვარებდა, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:

 

 

„ამ საკითხზე ბევრი საუბარი არ მინდა, მოლოდინი გამართლდა? ეს კითხვა მაქვს თქვენთან. მე მგონი, არ გამართლდა მოლოდინი. როდესაც გაჩეჩილაძემ მე მომმართა, ბუნებრივია, ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი გზავნილი მივიღე. მაშინვე დავავალე, ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, არა თანაშემწეს სხვათა შორის, რომ გარკვეულიყო დეტალებში, იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული.

 

 

რა თქმა უნდა, მან მოიკითხა შესაბამის ინსტიტუტებში და მისგან მივიღე ამომწურავი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, მე დავასკვენი, რომ ამ საკითხში აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მინდა დავამკვიდრო სტანდარტი, რომ არ შეიძლება ადამიანების ასე შეურაცხყოფით მოხსენიება, როგორც ეს გააკეთა გია გაჩეჩილაძემ, მხოლოდ ამიტომ ვთქვი, რომ ეს არის მიუღებელი....

 

 

ტენდერზე ჩემი რეაგირება დასრულდა იქ, რადგან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მე დავუშვათ მეგობარს დავეხმარე და ამისთვის ჩემი თანამდებობა გამოვიყენე.

 

 

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ყოფილიყო შეურაცხმყოფელი მოხსენიება ადამიანების, საერთოდ არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას და ამიტომ ვთქვი, რომ ჯანდაცვის ტენდერში თუ არის რამე დარღვეული, მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა.

 

 

ამ ტენდერთან დაკავშირებით დავამთავრე საქმიანობა, როდესაც მოვიკითხე და მითხრეს, რომ კანონი არის სრულად დაცული, ამით დამთავრდა ჩემი ჩარევა ამ საკითხში. ამას მოჰყვა მერე პოლიტიკური ქარიშხალი, არიქა გადადგება-გადმოდგება და ა.შ. მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ტირაჟირებს".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი