მესტიაში პირველად ჩატარდება ლაპაროსკოპიული (უსისხლო) ოპერაცია
20-12-2017, 18:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის საავადმყოფოში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ჩარევის შედეგად კერძო კომპანიისაგან იქნა გამოსყიდული, ამ დღეებში პირველი ლაპაროსკოპიული, უსისხლო ოპერაცია ჩატარდება, განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

 


„ჩვენდა საბედნიეროდ, ჯანდაცვის მინისტრისა და პრემიერის ჩარევით, გადმოგვეცა საავადმყოფო, რომელიც კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო და სახელმწიფომ გამოისყიდა, გადმოგვცა მმართველობაში. ჩვენ თბილისიდან ჩამოვიყვანეთ პროფესორი, ბატონი თენგიზ ჩართოლანი, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ წარმოადგენს ლაპაროსკოპიის მამას. ვიყიდეთ ლაპაროსკოპიის აპარატი და ამ კვირაში გაკეთდება პირველი ლაპაროსკოპიული, უსისხლო ოპერაცია ჩვენთან, სვანეთში. მანამდე აქ ასეთი ოპერაცია არ გაკეთებულა“, უთხრა GUARDIAN.GE-ს კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

 


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტულად დატვირთულ მუნიციპალიტეტს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქართველი თუ უცხოელი სტუმრებისთვის, ყველა მიმართულებით გააჩნდეს ჯანდაცვის ხელმისაწვდომი მომსახურება, განსაკუთრებით კი, ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, აუცილებელია ტრავმატოლოგიური კუთხით აქცენტის გაკეთება.

 


„ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, ჩამოგვყავს ორი ტრავმატოლოგი, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილზე შევძლოთ დახმარების აღმოჩენა ადამიანებისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქვე იყოს ხელმისაწვდომი სხვადასხვა ტიპის ჯანდაცვა“, განაცხადა მესტიის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი