გიორგი კვირიკაშვილი: უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს
21-12-2017, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა სამთავრობო პროგრამის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, პარლამენტის ჩართულობით და დისკუსიებით გადაწყდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

 

 

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, არ დაგიმალავთ, ძალიან დიდ ცვლილებებს გავდივართ, მათ შორის საკუთარ თავშიც და ეს უნდა ითქვას პირველივე წინადადებაში. ჩვენ სხვა საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ და ეს მოდელი გულისხმობს პარლამენტის გაცილებით უფრო მაღალ ჩართულობას სტრატეგიული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამაში ჩაბმულია დღეს მთელი მთავრობა. ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება დაა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

 

 

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ საზოგადოებაში პოლიტიზაციის ხარისხი შემცირდეს და უნდა შევძლოთ, რომ ჩვეულებრივ - ჩვენი ქვეყნის მომავლის თემებზე ვესაუბროთ ახალგაზრდებსაც, საზოგადოების სხვა ფენებსაც, რათა მათ იგრძნონ თავი ამ პროცესების მონაწილედ. ეს არის აუცილებელი და ეს იქნება ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი მთავრობის მოღვაწეობის. 2018 წელს თქვენ ამას დაინახავთ. ამით მინდა დავიწყო და დავასრულო გამოსვლა, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენი მთავრობის მომავალი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება. ჩვენ შევქმნით პლატფორმებს, სადაც შესაძლებელი იქნება, ადამიანებმა ცივილიზებულად ისაუბრონ, თუნდაც ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებზე, გამოთქვან ყველაზე კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ იმ ფორმით, რომელიც ცივილიზებულ საზოგადოებებში არის მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი სტანდარტები აქედან ჯერჯერობით შორს არის და ეს იქნება უმთავრესი ამოცანა, რომ ჩვენ დავამკვიდროთ დიალოგის, საუბრის სტანდარტი და მაქსიმალურად გავაფართოოთ წრე და რიცხვი იმ ადამიანების, რომლებიც ასეთი ტიპის დიალოგში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ არ გვინდა მთავრობის მიმართ დითირამბები, არ გვინდა ქება-დიდება იმისა, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ გვინდა, ვიმსჯელოთ და ამონახსნიც ერთად ვიპოვოთ იმისა, თუ რა გზით უნდა წავიდეთ მომავალში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი ხედვა არ გვაქვს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი უნდა იყოს ჩართული ამაში. დარწმუნებული ვარ, დარჩება ვიწრო წრე ადამიანების, რომლებიც ამას ვერ მოახერხებენ, ესეც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ასეთი ადამიანების რიცხვი იყოს რაც შეიძლება მინიმალური", აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი