ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს 19 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში შეშინებულმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები სასწრაფოდ დატოვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. “როიტერის” ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქშიც.
ნეპალში ძლიერი მიწისძვრა 25 აპრილსაც მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 18 000-მდე ადამიანი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.