ნიკა მელია: იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე „ქართული ოცნების“ ლიდერებს და დეპუტაციას, რომ მგონი, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა
21-12-2017, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში გუშინ მასსა და პრემიერ მინისტრს შორის მომხდარ მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებასა და აღნიშნულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასებებს ეხმაურება.

 

 

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს პროვოკაციას უწოდებს, ახალ რეალობას ამკვიდრებს.

 

 

„ქართულმა ოცნებამ" და პრემიერმა კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტმა - მე მოვისმინე მათი კომენტარები - ახალი მოცემულობა შექმნეს და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა, რას ელოდებიან ჩემგან ან სხვა ოპოზიციური დეპუტატებისგან? ქებას დავუწყებთ და დიდებას მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს; მაშინ, როდესაც ქვეყანას ვერ სთავაზობენ ქვეყნის განვითარების ვერანაირ გეგმას....

 

 

იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე „ქართული ოცნების" ლიდერებს და დეპუტაციას, რომ მგონი, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა ბატონმა კვირიკაშვილმა....

 


არ მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც ადმაიანი. მე მაინტერესებს კვირიკაშვილი როგორც პრემიერ მინისტრი - ადამიანი, რომელსაც ხელთ უპყრია მართვის სადავეები ამ ქვეყნისა", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ნიკა მელიამ.

 

 

პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტში დაპირისპირებისას უცენზურო სიტყვებით მიმართა.

 

კომენტარები: 1
#1   iberi
      
ლაყე კვერცხი ტლიპინაში
21 დეკემბერი 2017 05:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი