პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ სცნო
21-12-2017, 18:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ზაურ მაკარაძე უდანაშაულოდ სცნო. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 20 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ზაურ მაკარაძის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

 


საქართველოს პროკურატურამ პოლიტპატიმრის განცხადების საფუძველზე აღნიშნულ საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა ზაურ მაკარაძის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 


ზაურ მაკარაძემ 2011 წელს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგები, გაწევრიანდა ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში და აქტიურად ჩაერთო პარტიულ საქმიანობაში.

 


2012 წლის 26 მარტს,  ქ. თბილისში, მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან“ მდებარე გადასასვლელ ხიდთან, ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ზაურ მაკარაძე დააკავეს იმ საფუძვლით, თითქოს იგი ქურთუკით უკანონოდ ატარებდა ხელყუმბარას და გადაადგილდებოდა თბილისის ქუჩებში. ზაურ მაკარაძეს წარედგინა ბრალდება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შეეფარდა პატიმრობა და შესახლებულ იქნა N8 საპყრობილეში. საპატიმროში მის მიმართ სისტემატიურად ხორციელდებოდა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ ზაურ მაკარაძეს გამოძიების წინაშე ეღიარებინა და დაეწერა, თითქოს ის აპირებდა პოლიტიკური პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხელყუმბარის აფეთქებას, რაზედაც იგი კატეგორიულ უარს ამბობდა. 

 


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 07 სექტემბრის განაჩენით ზაურ მაკარაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით. საპატიმროდან ზაურ მაკარაძის გათავისუფლება მხოლოდ 2013 წლის იანვარში მოხერხდა, როდესაც საქართველოს პარლამენტის  დადგენილებით იგი ცნობილ იქნა პოლიტიკურ პატიმრად.

 


ახალი გამოძიებით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ ზაურ მაკარაძე ისე დააკავეს, რომ მის მიმართ გამოძიებაც არ იყო დაწყებული და მხოლოდ მისი დაკავების შემდეგ შეიქმნა ყალბი მტკიცებულებები, რაც შემდგომ გახდა მისი მსჯავრდების  საფუძველი.  გარდა ამისა, ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული იქნა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კატეგორიულად გამორიცხავენ ზაურ მაკარაძის მხრიდან საბრძოლო მასალის ფლობის ან ტარების ფაქტს.    

 


აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა. 

 


პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს  50 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 14 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი