ლევან იზორია: მომავალ წელს დავასრულებთ ანტისაჰაერო სისტემის შეძენას საფრანგეთიდან, ასევე მომავალი 3 წლის განმავლობაში 9 ბატალიონის ნატოს სტანდარტებით აღჭურვას და შესაბამის მომზადებას მოვახდენთ
22-12-2017, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა და თავდაცვის სტრუქტურაში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

 


ლევან იზორიამ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, საჰაერო თავდაცვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

 


"ვიწყებთ ძალიან ამბიციურ პროგრამას, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი სამი წლის განმავლობაში 9 ბატალიონის ნატოს სტანდარტებით აღჭურვას და შესაბამის მომზადებას. ეს კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და სრულ თანხვედრაშია ნატოს სტრატეგიულ ამოცანასთან, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, რომელიც განახლებულ შეკავების პროგრამას უკავშირდება. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაძლიერება იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით მაქსიმალურად ეფექტიანად დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი. ის არ უკავშირდება სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინტერესების განხორციელებას.

 

 

ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი სიძლიერით მაქსიმალურად შესაძლო აგრესიის ეფექტიან პრევენციას მივაღწიოთ და სწორედ აღნიშნული აღჭურვილობის შეძენა არის ერთ-ერთი კომპონენტი შეკავების ეფექტიანი პოლიტიკის. ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს დავასრულებთ ასევე, ანტისაჰაერო სისტემის შეძენას საფრანგეთიდან - ეს იქნება პირველი ფაზა, ხოლო მეორე ფაზა დაიწყება 2019 წლიდან. გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ნატოსთან, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ მომავალში ასევე, გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული ახალი ინიციატივები გაჩნდეს ამ მიმართულებით, გვექნება ინტენსიური ურთიერთობა ასევე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით მომავალ წელს. ჩვენ ასევე მაქსიმალურად გავაძლიერებთ თანამშრომლობას იმ თვალსაზრისით, რომ შედგეს კიდევ ერთხელ ნატო-საქართველოს წვრთნები. ეს ყველაფერი მიმართულია რეგიონში, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებასთან და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან", აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 


საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამდე საქართველოს მთავრობის წევრებმა შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს საკუთარი უწყების დეტალური ანგარიში წარუდგინეს.

 


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი