შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
„ჩემი ინფორმაციით, ეს იყო თვითდაზიანება, თუმცა, გამოძიება მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია სავარაუდოდ, დადასტურდება, თუმცა, საბოლოო შეფასებას ვერ ვაძლევთ“, განაცხადა გახარიამ.
თბილისში, თრიალეთის ქუჩაზე, დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე, შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.