საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას უმასპინძლა
26-12-2017, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სომეხ კოლეგას, ვიგენ სარგსიანს უმასპინძლა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ წელს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებასა და სამხედრო მედიცინის სფეროში თანამშრომლობაზე გამახვილდა. ლევან იზორიამ სტუმარს სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო კურსების გავლა შესთავაზა.

 

 

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მჭიდრო კავშირი აქვთ. 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმას ხელი ლევან იზორიამ და ვიგენ სარგსიანმა გასულ წელს მოაწერეს. 2018 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის კავშირი უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური გახდება.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, არსებულ გამოწვევებს. მინისტრებმა ამ კონტექსტში საქართველოსა და სომხეთის კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

 

 

მხარეებმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართველი და სომეხი სამხედროების მონაწილეობაზეც იმსჯელეს, რომლებიც მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან.

 


ლევან იზორიამ იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს მრავალეროვნულ სწავლებებში „ღირსეულ პარტნიორსა“ (Noble Partner) და „მტკიცე სულში“ (Agile Spirit) ქართველი და სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

 


შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სამველ რამაზიანი დაესწრნენ.

 

 

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი