გიორგი კვირიკაშვილი: 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის
27-12-2017, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების და პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტმა პირველი სხდომა გამართა. პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განვლილი 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა.

 

 

„ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი ნაბიჯების ერთობლიობა, განსაზღვრული იმისთვის, რომ დროის მაქსიმალურად შემჭიდროებულ მონაკვეთში შევცვალოთ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად რჩება. 2017 წლის განმავლობაში ოთხპუნქტიანი გეგმა, რა თქმა უნდა, იყო წამყვანი ჩვენი მთავრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ოთხპუნქტიანი გეგმის მეშვეობით, ქვეყანას განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ და შემდგომი სამი წლის განმავლობაში შევძლებთ, თვისობრივად ბევრი რამ შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ.

 


მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო 4,9%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გადალახა 2014 წლის შემდგომი გარე ეკონომიკური შოკის პერიოდი და ვფიქრობთ, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. 2017 წლის 9 თვეში შეიქმნა 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

 


მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცენტრალური იყო ოთხპუნქტიან გეგმაში, ბიზნესს მისცა საშუალება, 500 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსი დაეზოგა. ეს რესურსი მიმართული იყო ეკონომიკაში, რამაც დიდწილად გამოიწვია ეკონომიკური ზრდის მაღალი დინამიკა. მომავალი წლიდან, ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად, სულ 5-7 სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი დამატებითი ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნება.

 


ასევე, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რაც ფინანსურ სექტორს კიდევ უფრო მდგრადს გახდის, დაზოგვის მაჩვენებელს გააუმჯობესებს ჩვენს ქვეყანაში და ფინანსური სექტორისადმი ნდობას კიდევ უფრო გაამყარებს. ამ რეფორმას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

 

 

2018 წელს ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება ერთიანი მომსახურების სივრცის - ბიზნესსახლის პროექტის მიმართულებით და ასევე, გავააქტიურებთ სტარტაპების დაფინანსების დაწყებულ პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის.

 


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი წელი საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია.

 


ასევე, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ჩვენ ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ, ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რისკები საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის კუთხით გვქონდეს განაწილებული.

 

 

ასევე, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჰონგ-კონგთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   ნანული
      
ყველაფერი კარგია, მაგრამ იქნება გაითვალისწინოთ იმ ხალხის მდგო,არეობა, ვინც არაა პენსიონერი, არაა სოციალირად დაუცველი, ვგულისხმობ სამედიცინო დაზღვევას, როიმელშიც არაა შეტანილი კოქსართროზის ოპერაციის რაღაცა პროცენტით მაინცვ დაფინანსება, რა გავაკეთოთ ვერ ვშოულობთ ამხელა ტანხებს არადა რა გავაკეთოთ გაუსაძლისი ტკივილის ატანა რომ გვიწევს, დაკოჭლება რომ იქით იყოს, ძალიან გთხოვთ რაღაცა შეიმუშავეთ,ჯანდაცვის მინისტრის გევრდზე, სადაც კი ხელი მიმიწვდა ყველგან მაქვდს მიწერილი
27 დეკემბერი 2017 02:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი