შალვა ნათელაშვილი: „გაპრეზიდენტებისთანავე, დაუყოვნებლივ დავშლი მარეგულირებელ კომისიას“
28-12-2017, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას დაშლის და ტარიფების გაძვირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს ანულირებას გაუკეთებს.

 


„წინასაახალწლოდ ხელისუფლებამ შესანიშნავი მოლოცვა გააკეთა დენის და წყლის გაძვირებით. შესაბამისად, ივანიშვილ-კალაძის მილიარდებს დაემატა რამდენიმე მილიონი ჩვენგან ამოღებული კაპიკები.

 


გაპრეზიდენტებისთანავე, დაუყოვნებლივ დავშლი მარეგულირებელ კომისიას, მაფიას და თავიანთ გადაწყვეტილებებს, აი ასეთ არაადამიანურ გაძვირებებზე გადავახევ თავზე. ახლავე ეძებონ სამსახური, თუ ასეთს იშოვიან. ასეთს ვერ იშოვიან, იმიტომ, რომ 20 ათასი. 25 ათასი ლარი ხელფასი აქვთ ჩვენს წამებაში ყოველთვიურად“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

მან თქვა, რომ „არაფერი ახალი არ იყო იმაში, რომ გაძვირება მოხდებოდა“.

 


„მთელი ზაფხული, გუგავამ, პარტიამ, მე, გავატარეთ ხელჩართულ ბრძოლაში პატრულთან, სპეცრაზმებთან, გადაწყვეტილების პროექტი გაძვირებაზე ჰქონდათ გამზადებული და არჩევნების შემდეგ, თუ ისინი გაიმარჯვებდნენ, ეს მოხდებოდა გარდაუვლად. და ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეასრულა თავისი დაპირება, ერთადერთი დაპირება შეასრულა, არაფერი არ მოუტყუებია, და რასაც ამზადებდა, ის განახორციელა წლის ბოლოს. ვისი ბრალია ეს? აი, იმ 800 ათასი ჩვენი თანამოქალაქის, რომლებიც დაეწყვნენ არჩევნებზე, წავიდნენ, ხმა მისცეს, წააქეზეს და გაახალისეს არაადამიანური რეჟიმი. არ მოვიდა გუგავა, მოვიდა გაძვირებული ტარიფები.

 


„რა მოხდა დღეს? დღეს მოხდა ის, რომ კალაძის 20 ჰესიდან მიღებული სამთეთრიანი დენი ავარდა თითქმის 25-ზე. ივანიშვილს დაეცა ტუზი და მისი ბიტკოინების ქარხანა, რომელიც 11 თეთრად იღებს დენს და გამოიმუშავებს მილიარდებს, დაფინანსდება ჩვენგან ამოღებული თანხებით. აი, ეს უნდოდათ მათ და მათ ეს შეასრულეს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი