სულ მცირე 40 ადამიანი იქნა მოკლული ქაბულის შიიტურ ცენტრზე განხორციელებული თავდასხმისას
28-12-2017, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 40 ადამიანი იქნა მოკლული და 30-ს ჭრილობები აქვს მიყენებული, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთში შიიტების კულტურულ და რელიგიურ ორგანიზაციაზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმისას.

 

 

როგორც BBC-ს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ აფეთქებას წინ უძღოდა იმავე ადგილას მომხდარი ორი სხვა აფეთქება.

 


ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია მომხდარზე პასუხისმგებლობა.

 


ბოლო თვეებში, ავღანეთის გასწვრივ, შიიტები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნე არაერთხელ გამხდარან.

 

 

 

 

როგორც ამ დროისთვისაა გამოკვეთილი, ტერორისტების სამიზნე „ტაბაიანის“ კულტურული ცენტრი იყო, თუმცა მის ახლომდებარედ ახალი ამბების სააგენტო „ავღანეთის ხმის“ ოფისებიცაა განლაგებული.

 


შიიტების კულტურულ და რელიგიურ ცენტრში ფორუმზე საკითხების განსახილველად, სხვებთან ერთად, სტუდენტებიც იმყოფებოდნენ.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღონისძიება საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთის დაპყრობის 38-ე წლისთავს ეძღვნებოდა.

 

 

სტუდენტმა მუჰამედ ჰასან რაზაიმ „ტოლო ნიუსს“ უთხრა: აფეთქების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა, შენობის შიგნით კვამლი დადგა და ყველა დახმარებას ივედრებოდა“.

 


„ავღანეთის ხმის“ ჟურნალისტმა, საიედ აბას ჰუსეინმა „როიტერსს“ უთხრა, რომ სააგენტოს ერთი რეპორტიორი დაიღუპა და ორმა სხვამ ჭრილობები მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი