მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება
05-01-2018, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცობილი, სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე გამოეხმაურა.

 

 

„დღეს მოსამართლემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რადგან საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით ბრალი არ დასტურდება. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება", განუცხადა გოგლიჩიძემ მედიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

 

 

მოსამართლე გიორგი არველაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

 

სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

 

 

სასამართლოს დღევანდელი განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი