არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური დევნა დაარქვას
05-01-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური დევნა დაარქვას, აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას” სურს, ამას პოლიტიკური დევნა დაარქვას, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერათ. სინამდვილეში, ეს სამართლებრივი დევნაა და არა – პოლიტიკური და გადაწყვეტილებაც დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ არის მიღებული”, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც სააკაშვილის უკრაინიდან შესაძლო ექტრადირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება.

 

 

„ექსტრადირების მოთხოვნა თავიდანვე უკრაინის შესაბამის სამსახურებში იყო გადაგზავნილი და შემდგომში ექსტრადირების მოთხოვნის გადაგზავნა განმეორებით მოხდა. ამიტომ ჩვენთვის ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს სამართლებრივი საკითხია და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი