მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მიმართ განაჩენი ევროპის სასამართლოს რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია
05-01-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ობიექტურს უწოდებს.

 

 

მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ განაჩენი ევროპის სასამართლოს რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია.

 

 

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილის მიმართ დღევანდელი განაჩენი ეს გაგრძელება და თავის დროზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ გამოტანილი რეკომენდაციების ლოგიკური შედეგია. სტრასბურგის სასამართლომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში განხორციელებულ მართლმსაჯულებაზე შეშფოთება გამოთქვა. გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების საფუძველზე ობიექტური გამოძიება და ობიექტური მართლმსაჯულება წარიმართა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი დამნაშავე იქნა ცნობილი. ამაში ალოგიკური არაფერია. კონკრეტული პიროვნების ბრალეულობა დადგინდა და სასამართლომ ამის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა”, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი