შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წლის დეკემბრის თვეში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის და უკანონოდ გადამუშავების ფაქტებზე 37 პირი ამხილეს.
„მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის რაიონებში, მხილებულების ავტომანქანებიდან, უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი 31 ავტომანქანა და 6 სახერხი საამქრო კი დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.