ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს წარადგენს
08-01-2018, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხარო მოვლენაა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე პრეზიდენტი რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძის დანიშნვასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

„ზოგადად, სამწუხარო მოვლენაა, რომ დამოუკიდებელ თანამდებობებზე, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს წევრად, პრეზიდენტი რეგულარულად თავის თანამშრომლებს წარადგენს, იგივე ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე”, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა.

 

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი