შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს
09-01-2018, 11:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეით ბრიგადებს ახალი მეთაურები ჰყავს. მეთაურების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

 

 

ღონისძიება, რომელსაც თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

 

 

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, ყოფილ მეთაურებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკებს კობა გრიგოლიასა და მალხაზ კალმახელიძეს კი, წარმატებები უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა. ლევან იზორიამ 2018 წელს თავდაცვის უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და ყურადღება ძლიერი შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს ასევე, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და II ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, მამა იოსებმა.

 

 

ახლადდანიშნულ მეთაურებს საბრძოლო დროშები სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, გიორგი მათიაშვილმა გადასცა. II ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ საბრძოლო დროშა წინამორბედისგან, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძისგან მიიღო. III ქვეითი ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს კი უფლებამოსილება პოლკოვნიკმა როლანდ კიკნაველიძემ გადააბარა.

 

 

ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2000 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა; მიღებული აქვს აქვს მე-2 და მე-3 ხარისხის უწყებრივი მედლები, I ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ და მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

 

 

ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მას მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი მხედრული მამაცობისთვის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი