კახა კალაძემ ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს
10-01-2018, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიაში, თბილისის მთავრობის 2018 წლის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.


მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების სისტემის არსებული ფორმისა და მისი ფუნქციების გადახედვა მოხდეს.

 

 

„მგონია, რომ აქ ჩვენ პრობლემები გვაქვს. ამ მიმართულებით, დაახლოებით, 28 მილიონი ლარი იხარჯება, რაც მგონია, რომ ეფექტური არ არის. პრობლემები გამჭვირვალობის თვალსაზრისითაც არსებობს. ამიტომ, ბატონ ილია ელოშვილს მინდა დავავალო, რომ მოხდეს ამ ინსტიტუციისა და მისი ფუნქციების ახლებურად გააზრება, რათა განვითარდეს ის, როგორც მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თანამშრომლობის ინსტიტუტი“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ „გამგეობების მიერ მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ღირებულების დაფინანსების მიზნით ფინანსური დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცა.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ქალაქის ბიუჯეტის სახსრების უფრო ეფექტიანად ხარჯვას შეუწყობს ხელს.

 

 

„აქ მთავარი არის ის, რომ ეს ცვლილება განსხვავებულ მიდგომებს აგვარიდებს. გარდა ამისა, გამორიცხავს კორუფციულ რისკებს და დაფინანსების დუბლირებას”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კომენტარები: 1
#1   თენგიზ ფირცხალაიშვილი
      
-პრობლემატურია ძველი ლიფტების ე.წ. "კარაჩაროვი"-ს ლიფტების შეკეთების საქმე. ყველა შემკეთებელი ფირმა აცხადებს ,რომ სათადარიგო ნაწილები არ გააჩნიათ და ამიტომ შეკეთებაზე უარს გვეუმბნებიან.გამოსავალი ვერ გვიპოვია და დახმარებას ვითხოვდით. მერიის ინფორმირების მიუხედავად, რომ სათადარიგო ნაწილების შოვნაში დაგვხმარებოდა, შედეგი ვერ გამოიღო.
-პრიორიტეტულობის გამო გამგეობიდან თხოვნაა სადარბაზოს შეკეთებაზე თავი შევიკავოთ.არა და სადარბაზოები სიძველის გამო ნამდვილად ითხოვს სარემონტო სამუშაოებს.
11 იანვარი 2018 12:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი