კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი - მათ 13 შვილი გამომწყვდეული, მათგან ზოგიერთი კი, ჯაჭვით დაბმული ჰყავდათ
16-01-2018, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომლებსაც 2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი კი, ჯაჭვებით იყო დაბმული. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

 


რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისი იუწყება, რომ 14 იანვრის დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავს დაბმული.

 

 

„პოლიციამ, გოგონასთან მოკლე საუბრის შემდეგ, იპოვა 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი იმ სახლში, საიდანაც გოგონა გაიქცა“, აღნიშნულია შერიფის ოფისის განცხადებაში.

 

 

პოლიციამ გაარკვია, რომ რამდენიმე ბავშვი სახლში, ბნელ ოთახებში საწოლებზე იყო მიჯაჭვული - ყველა მძიმე მდგომარეობაში.

 

 

„გარკვეული დროის განმავლობაში მშობლები ვერ აყალიბებდნენ იმის ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ ჰყავდათ შვილები ასეთ მდგომარეობაში“, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

ყველა დაზარალებული ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობს.

 

 

ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მარკ უფერმა განუცხადა როიტერსს: „ეს დაუჯერებელია, რასაც ხედავთ".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი