ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ მინისტრს შეხვდა
18-01-2018, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერ მინისტრ ვოლოდომირ გროისმანს შეხვდა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე მეტყველებს მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტებიც.

 

 

მხარეებმა ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საერთო ინტერესებზე იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტთაშორისო და საერთო ფორმატში კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა ერთმანეთს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნების დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე თანამშრომლობის შესახებ მეგობრული და საინტერესო საუბარი შედგა.

 

 

„ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, სადაც ორმხრივ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. საუბარი გვქონდა ამ თანამშრომლობის როგორ პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ განზომილებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო დისკუსია ჩვენი თანამშრომლობის შესახებ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი