ირაკლი კობახიძე: „ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით“
18-01-2018, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შიდა კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, NDI-ს კვლევის მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისაგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს ყოველთვის იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით. დროის ამ მონაკვეთში ჩვენ შიდა კვლევა არ ჩაგვიტარებია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ყოველთვის ჩვენ შიდა კვლევებს პროგნოზებისათვის“, განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებსაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კითხვის ფორმულირება.

 


„ჩვენთვის ეს არის საინტერესო საკითხები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, კითხვის ფორმულირება. ძალიან საინტერესოდ იყო დასმული კითხვა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კითხვა იყო დასმული იმის თაობაზე, იცოდა ხალხმა თუ არა, რომ 26 სექტემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა ამ კანონპროექტს. ასე კითხვები ბუნებრივია, არ ისმება ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებში, თუ გინდა სწორი პასუხის მიღება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის მრავალი საინტერესო საკითხი გამოკვლეული NDI-ს მიერ. ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხებით და ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე ვიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორია საზოგადოების განწყობა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამოცანების, მიზნებისა და საზოგადოების განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ეყრდნობა.

 

 

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს არც ნდობასთან და არც უნდობლობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ შიდა კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები, მიზნები, განვსაზღვროთ ის, თუ როგორია საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ კვლევებზე. თავის დროზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი შედეგები იყო აცდენილი CRRC-ს მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა ჩვენს შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ს შედეგებსა და არჩევნებს შორის. შესაბამისად, გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი