სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ქარიშხალ „ფრედერიკეს“ შედეგად.
როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, სტიქიას გერმანიაში 6, ნიდერლანდებში 3, ბელგიაში 1 და იტალიაში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ძლიერმა ქარმა გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა.
გერმანიის ნაწილში შეწყვეტილია მატარებლების მიმოსვლა, გაუქმებულია ათობით ავიარეისი და ბლოკირებულია ავტომაგისტრალები.
ნიდერლანდებში შეჩერებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.