აშშ-ის კენტუკის შტატში, ქალაქ ლუისვილის პოლიციამ ორი მამაკაცის, მათ შორის 31 წლის დავით კანდელაკის ცხედარი, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინა. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
აშშ-ის მედიის ინფორმაციით, კანდელაკის ძებნა პოლიციამ მისი მეუღლის მოთხოვნის საფუძველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი მეუღლესთან კონტაქტზე არ გადიოდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ახალგაზრდა ქართველი მამაკაცის და მასთან ერთად მყოფი მეორე მამაკაცის მკვლელობის მიზეზი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.