ჯონდი ბაღათურია: "ძალიან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ივანიშვილის მიერ ეკლესიაზე უსამართლო თავდასხმამ"
05-02-2014, 18:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.

 



"ივანიშვილის ბრიფინგი ძლაიან რეზონანსული იყო. ბევრი ადამიანი მირეკავს, მწერს და მინდა გითრათ, რომ ძალიან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ივანიშვილის მიერ ეკლესიაზე უსამართლო თავდასხმამ. ბევრისთვის ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო მოწოდება, პატრიარქი ვაკრიტიკოთ და ამის ნუ გეშინიათო! ის აღფრთოვანებულია უსუფაშვილით და არ აქვს შენიშვნები მთავრობასთან, რომელმაც გაარღვია ბიუჯეტი, რომელმაც ღატაკი ქვეყნის კვალობაზე 22 მილიონის მანქანები შეიძინა. ჯიპებზე დახარბებულ და საშოვარზე გადაგებულ, საძოვარზე მიშვებულ ხელისუფლებასთან შენიშვნები არ აქვს, მაგრამ შენიშვნები აქვს ეკლესიასთან", - ამბობს ბაღათურია.

 


მისივე თქმით, ივანიშვილს საერთოდ არ ესმის სუროგაციის თემა.

 


"სუროგაცია ბავშვებით ვაჭრობაა. სულ სხვა რამაა ხელოვნური განაყოფიერება, როდესაც ცოლ-ქმარი შვილის ყოლას ამ ფორმით ცდილობს. "ქართულმა დასმა" მოამზადა კანონი, რომელიც სუროგაციას აკრძალავს. ფერმა ხომ არაა, ქალმა ბავშვებით ვაჭრობა დაიწყოს! ის ბავშვიც ადამიანია, გოჭი ხომ არაა?! ასეთი ბავშვების 90% ერთსქესიან წყვილებზე შვილდება, მერე როგორ იზრდებიან, არავინ იცის. ქალის ასეთი უკიდურესი შეურაცხყოფა ისტორიას არ ახსოვს! ესაა ოცდამეერთე საუკუნის სირცხვილი და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში კანონით ისჯება. მინდა გავაკვირვო ივანიშვილი და ვუთხრა, რომ იუსტიციის მინისტრი ამ კანონს მხარს უჭერს! ორი კვირის განმავლობაში დავასრულებთ ალბათ შეხვედრებს ექსპერტებთან, არასამთავრობოებთან და მინდა გითხრათ, რომ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად მოვამზადეთ ეს კანონი. ქართულ საზოგადოებას ფეხზე დავაყენებთ ამ კანონის განხილვის დროს და ვაიძულებთ პარლამენტს შეწყვიტოს ბავშვებით ვაჭრობით ფულის კეთება! ამ გზით ცხოვრება აიწყო წინა ხელისუფლებამ და სხვათაშორის, ივანიშვილის მიერ მოყვანილმა გუნდმაც", - განაცხადა ბაღათურიამ.

 

 

 

 

 

 

http://reportiori.ge/?menuid=2&id=15135 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი