ზაქარია ქუცნაშვილი: თიანეთის საკრებულომ ხალხის ინტერესებს ბოლომდე უერთგულა
23-01-2018, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში თიანეთის საკრებულომ პრინციპული დამოკიდებულება გამოავლინა, აღნიშნულია დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

 

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი ორჯერ დაუბრუნა მერიას და ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე შენიშვნების გაუთვალისწინებლობის გამო.

 

 

ხალხის წარმომადგენლებს განმეორებით მოუწიათ მერიისათვის იმაზე მითითება, რომ თიანეთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების გამოკვებისა და გათბობისათვის აუცილებელი იყო 40 ათასი ლარის დამატება;

 


მზრუნველობამოკლებული თიანელების უფასო სასადილოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო 2 ათასი ლარის დამატება;

 


მირზა გელოვანის მემორიალური და თიანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო 6 ათასი ლარის დამატება;

 


თიანელი ახალგაზრდების სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო მუნიციპალური სპორტული კლუბი „თიანეთი“-სათვის 10 ათასი ლარის დამატება;

 


თიანეთის ახალგაზრდების ქორეოგრაფიულ, სახელოვნებო თუ მუსიკალურ წრეებში მეცადინეობისათვის, აუცილებელი იყო თიანეთის „კულტურის ცენტრი“-სათვის 15 ათასი ლარის დამატება;

 


თიანეთის სოფლების წყალომომარაგების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იყო 18 ათასი ლარის დამატება.



ეს ერთი ნაწილია საკრებულოს იმ შენიშვნებისა, რაც ჩვენთვის გახდა ცნობილი. ამ დროს ამ მცირე თანხების დამატების ფინანსური რესურსი არსებობდა და მისი სამართლიანი გადანაწილებისათვის მხოლოდ კეთილი ნება იყო საჭირო. ეს ყველაფერი 2018 წლის ბიუჯეტში რომ არ ასახულიყო მუნიციპალური სერვისების მიწოდება უბრალოდ შეწყდებოდა.

 

 

გაზრდის მოთხოვნა და 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ყველა ზემოთ გამოთქმული ობიექტური შენიშვნა ასახა. სახეზეა თიანეთის საკრებულოს ეფექტური კონტოლი მის წინაშე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი თიანეთის მერიის მიმართ. თიანეთის საკრებულომ ხალხის ინტერესებს ბოლომდე უერთგულა", ნათქვამია ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი