გიორგი კვირიკაშვილი: ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს
24-01-2018, 15:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, შევაჯამო დავოსში ჩვენი დელეგაციის მუშაობის შედეგი - ვფიქრობ, ძალიან წარმატებული და პროდუქტიული ვიზიტი ჩავატარეთ, აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

 

 

მისი თქმით, გაიმართა კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული შეხვედრები.

 


„ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიხატა, არის ის, რომ ყველა კომპანიის წარმომადგენელი, ინვესტორი, ვისაც ჩვენ შევხვდით, განიხილავს საქართველოს, როგორც ჩვენს რეგიონში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ძალიან სწორ ადგილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ იმ შეთანხმებების რეალიზებას, რომლებსაც მივაღწიეთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ.

 


ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეხვედრები, იყო რამდენიმე მსხვილი ინდური კომპანია. მაგალითად, შემიძლია დავასახელო მსოფლიო მასშტაბის კომპანია wipro, რომელიც განიხილავს საქართველოში წარმომადგენლობის გაკეთებას, რათა სერვისები შესთავაზოს საქართველოდან სხვა ქვეყნებს. ასევე, იყო ამერიკული მსხვილი კომპანია hillwood-ი, რომელიც არის ლოგისტიკის სფეროში ძალიან მსხვილი მოთამაშე და საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობისთვის სწორ ქვეყანად განიხილავს.

 


ასევე იყო პოლიტიკური შეხვედრები. რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ შეხვედრა ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან. ვისაუბრეთ ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე - საქართველოს ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. შევხვდით პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი მომავალ პროექტებზე. საინტერესო შეხვედრა შედგა ყირგიზეთის პრემიერ მინისტრთან.

 


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვედი, აბსოლუტურად ველა მონაწილემ აღნიშნა საქართველოში არსებული პროგრესი და ამ პროგრესის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის, რომელშიც ვიმყოფებით.

 


ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ, დავოსში ჩამოსვლამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და საქართველო იწყებს მომზადებას, დაახლოებით 2030 წლის პერსპექტივისთვის, რათა მოვამზადოთ ქვეყანაში ყველაფერი, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები საქართველოში ჩავატაროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს ასევე მოიტანს უამრავ ახალ ინვესტიციას, ახალ სამუშაო ადგილებს და საქართველოს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საერთაშორისო მასშტაბით.

 

 

შთაბეჭდილება, რომელიც აბსოლუტურად ყველას დარჩა იმ კომენტარებიდან, რომლებიც მოვისმინეთ, არის ის, რომ საქართველო განვითარების ძალიან სწორ გზას ადგას", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი