ზვიად კვაჭანტირაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რესპუბლიკა სერბსკაში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ვიზიტი დაგმო
25-01-2018, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

 


სესიაზე, სადაც ბოსნია და ჰერცოგოვინას მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშზე იმსჯელეს, საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.

 

 

ზვიად კვაჭანტირაძის შეფასებით, მიუხედავად ბოსნია და ჰერცოგოვინაში განხორციელებული რეფორმებისა, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს სამუშაო კანონის უზენაესობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბოსნიას და ჰერცოგოვინას ევროპასთან დახლოების პროცესში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააგრძელოს საკონსტიტუციო, მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეფორმები რათა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროგრესი სტაბილური გახდეს“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 

მისივე თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც, კანონის უზენაესობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან ერთად, თითოეული ქვეყნის პროგრესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

 

სიტყვით გამოსვლისას ქართველი დეპუტატი რესპუბლიკა სრპსკაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ვიზიტს გამოეხმაურა.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ზვიად კვაჭანტირაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა თითოეული დემოკრატიული ქვეყნისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია.

 

 

„მსურს გამოვეხმაურო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბლოვის მიერ ცოტა ხნის წინ განხორციელებულ ვიზიტს რესპუბლიკა სერბსკაში, რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკთან და სერბული ორთოდოქსული ეკლესიის პატრიარქთან გამართულ შეხვედრებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი გამოცხადდა როგორც კერძო, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სეპარატისტული მთავრობის ლეგიტიმაციის პროცესის ნაწილი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ამ ტიპის კერძო ვიზიტები ემსახურება სეპარატისტული მთავრობების ლეგიტიმაციის მიზანს. ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება და მხარდაჭერილია რუსული მხარის მიერ. ეს ფაქტი წარმოადენს საერთაშორისო სამართლის ხელყოფას და რუსეთის მიმდინარე უსამართლო პოლიტიკას საქართველოს მიმართ“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ბოსნია და ჰერცოგოვინას მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

 

 

„ვფიქრობთ, რომ სეპარატისტული მთავრობების, მათი დამცველებისა და მხარდამჭერების მხრიდან ამ ტიპის ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს შესაბამისი. ასეთი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა აღიკვეთოს“, განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი