სომხეთის პრემიერ მინისტრი: გვინდა, რომ გზა და ტრანზიტი საქართველოს გავლით იყოს სტაბილური
25-01-2018, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გვინდა, რომ გზა და ტრანზიტი საქართველოს გავლით იყოს სტაბილური, რადგან ამაზე დიდად დამოკიდებულია ჩვენი ეკონომიკა, განაცხადა დავოსში მყოფმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, კარენ კარაპეტიანმა.

 

 

„ბუნებრივია, ვთხოვთ ჩვენს მეზობლებსა და მეგობრებს, განიხილონ შესაძლებლობა, როდესაც ტვირთების მიწოდებისას წყვეტა არ იქნება – არც ამინდის, არც სხვა მიზეზთა გამო.

 

 

მაგალითად, 2016 წელს, დეკემბერში, ნახევარი თვე არ გვქონდა ტვირთების მიწოდების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, გვქონდა ასეთი თხოვნა, რომ არ დაგვჭირდეს გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად სხვა ალტერნატივების მოძებნა. ეს როგორც სომხეთის, ისე საქართველოს ინტერესებშია“, განაცხადა კარაპეტიანმა.

 

 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის" შეკითხვაზე, თუ რამდენად რეალურია რუსეთიდან სომხეთში ტვირთების მიწოდება ცხინვალის რეგიონის გავლით, სომხეთის პრემიერმა ასე უპასუხა:

 

 

„მე არ ვიცი, რამდენად არის ეს შესაძლებელი. ჩვენი თხოვნა მხოლოდ ალტერნატიული გზების მოძიებაში მდგომარეობს“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი