ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დაინიშნა
25-01-2018, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე მერი ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

 

 

„ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი, ეს არის ირაკლი ლექვინაძე. ირაკლის საზოგადოება იცნობს ძალიან კარგად. მოგეხსენებათ, იგი გახლდათ მერის მოადგილე. პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი და ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ.

 

 

ირაკლის საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა ირაკლი გააგრძელებს და ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში. ნამდვილად უნდა ითქვას, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა, სწორედ, ეს ინსტიტუტი ძალიან ეფექტური. მინდა, მას წარმატება ვუსურვო", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი