სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
25-01-2018, 16:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობაში, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 108-ე მუხლით.

 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში გ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ა.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც ა.მ.-მ მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. 

 


იმავე დღეს გ.მ. ასევე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ს.-ს ფიზიკურად გაუსწორდა, იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერად სცემდა დაზარალებულს, რამაც გულმკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა გამოიწვია, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი.

 


სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მივიდნენ, ძალადობის გზით წინააღმდეგობა გაუწია და მათ ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა. 

 


სამართალდამცველებმა გ.მ. 2017 წლის 6 მაისს გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 1290 ერთეული სხვადასხვა კალიბრის ვაზნა და ფეთქებადი ნივთიერება -  საარტილერიო დენთი.

 


გ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ორი ეპიზოდი), 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა ჩადენილი ძალადობით),  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 


გორის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად სცნო  დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა", ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი