საქართველოს პრემიერ მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს უმასპინძლა
26-01-2018, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, მაია გოიკოვიჩს უმასპინძლა.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ხელს შეუწყობს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომლის გამართვა თბილისში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

 

პრემიერ მინისტრმა სერბეთის რესპუბლიკას ჩვეულებრივი პასპორტებით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებას. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მტკიცდება. მადლობას მოგახსენებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. ასევე მადლობას მოგახსენებთ თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, ჩვეულებრივი პასპორტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ჩვენი ველით სერბეთის ბიზნესმენთა დელეგაციის ჩამოსვლას წელს თბილისის ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ გვაქვს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები. ასე რომ, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობისთვის და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის ბიძგის მისაცემად”, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა. მაია გოიკოვიჩმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და თანამშრომლობის გააქტიურება.

 

 

„ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოქალაქეებს, და სწორედ ჩვენი მოქალაქეების ნებაა, რომ ჩვენ დავამყაროთ კიდევ უფრო ახლო ურთიერთობები. ეს ვიზიტი უნდა განვიხილოთ, როგორც მხოლოდ დასაწყისი, რომელიც ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც საპარლამენტო, ისე, ზოგადად, პოლიტიკურ დონეზე”, აღნიშნა მაია გოიკოვიჩმა.

 

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას და ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

 

 

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას, რასაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი