ირაკლი კობახიძე: საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჰქვია ურთიერთობა რუსეთთან
26-01-2018, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

 

 

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ჰქვია ურთიერთობა რუსეთთან.

 

 

ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, მზად ვართ იმისათვის, რომ განვიხილოთ ნებისმიერი ვერსია. მთავარია, რომ წითელი ხაზები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული, არ იყოს გადაკვეთილი და ეს წითელი ხაზები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გადაკვეთილი.

 

 

ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, მკაფიო წითელი ხაზები და ამ პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერია შესაძლებელი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

გრიგორი კარასინთან ინტერვიუ, სახელწოდებით „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე“, გამოცემა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა.

 

 

„თბილისში უყვართ საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით, პირველ რიგში, იმედოვნებდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების მიღწევას და რომ ახლა მოტყუებულნი არიან თავიანთ მოლოდინში - ეს სუფთა მელაკუდობაა. ჩვენ ჩვენი ქართველი პარტნიორები თავიდანვე გავაფრთხილეთ, რომ მათთან ურთიერთობების ნორმალიზება არ შეასუსტებს ჩვენს სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", ამბობს კარასინი ინტერვიუში.

 

 

ამავე ინტერვიუში კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაიქირავა გლეხი, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან ერთსა და იმავე ტექსტს აკითხებს.

 

 

მისი თქმით, ქართული მხარე სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში კონსტრუქციული მონაწილეობის ნაცვლად, ფოკუსირებულია პროპაგანდისტული შოუების მოწყობაზე. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი