შს სამინისტრომ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა და ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობა ამოიღო
27-01-2018, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო: 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი, 100 შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი ექსტაზი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა და მთავარი მიზანია დროულად აღიკვეთოს გავრცელება, მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

 

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების განზრახვა დროულად აღკვეთეს. ასევე, არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.

 

 

აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.

 

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ასევე, 2018 წლის 21 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ირანის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.

 

 

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული 3.8 კილოგრამი ოპიუმი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ბოლო თვენახევრის განმავლობაში, არაერთხელ მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება.

 

 

კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში გამოვლენილი ფაქტებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

 

 

სამართალდამცველებმა, თბილისში 1 პირი დააკავეს. ამოღებულ იქნა 500 აბზე მეტი ბუპრენორფინის შემცველი სუბუტექსის აბები.

 

 

ასევე, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბია ამოღებული ქ. თბილისში. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.

 

 

1 პირის დაკავება მოხდა „წითელ ხიდთან“. ამოღებულია 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

 

3 პირის დაკავება მოხდა ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში. ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

 

ასევე, დაკავებულ იქნა ირანის მოქალაქე. ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

 

2018 წლის იანვარში, სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან ერთად, ამოღებულია 376 აბი „სუბოქსინი“, 298 აბი „ექსტაზი“, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“, ასევე, 100 გრამზე მეტი ჰეროინი, 500 ფირფიტაზე მეტი ფსიქო აქტიური ნივთიერება ე.წ „ბიო“, - აღნიშნული წარმოადგენს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების არასრულ ჩამონათვალს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს,“ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ გამართულ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი