ლიტვის პრემიერ მინისტრი: საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს
29-01-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისათვის და იმისთვის, რომ საშუალება მოგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განგვეხილა ჩვენი რეგიონებისთვის, გვეწარმოებინა ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყნებს შორის, აღნიშნა ლიტვის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად გაკეთებული განცხადებისას.

 

 

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო გახლავთ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლიტვისთვის. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სითბო გაგვაჩნდა თქვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენი საერთო მიდგომები უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხებისადმი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება გახლავთ ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც მყარად გვაკავშირებს.

 

 

ბოლო პერიოდში, საქართველოს აბსოლუტურად დამსახურებულად უწოდებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერს. ჩვენ საქართველოს ვულოცავთ აღნიშნულ მიდგომებს, ვულოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ასევე, მოხარულები ვართ, რომ საქართველო მაღალ შეფასებას აძლევს ჩვენს ამ მხარდაჭერას. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო შეინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. მივესალმებით თქვენს აქტიურ ჩართულობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მივესალმებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებაზე ხელმოწერას, ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას. ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მდგრადი ძალისხმევის შედეგი და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული რეალიზაცია გახლავთ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპისაკენ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

 

 

ასევე, მე საქართველოს განვიხილავ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სანდო პარტნიორად. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მიერ ნატოს ოპერაციებში პრაქტიკული ჩართულობისათვის, მისიებში თქვენი სამხედრო მოსამსახურეების აქტიური მონაწილეობისათვის და თქვენი შემართება - დაიცვათ საერთაშორისო მშვიდობა, ძალზე მნიშვნელოვანი არგუმენტი უნდა გახდეს საქართველოს ნატოს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით.

 

 

ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მკაცრად ვგმობთ რუსეთის მცოცავ ანექსიას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში.

 

 

ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო ფორუმებზე და ვითხოვთ, რომ რუსეთმა მთლიანად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება.

 

 

მოხარულები ვართ, რომ სხვადასხვა მიმართულებითაც გვაქვს საუკეთესო თანამშრომლობა, მაგალითად - ტურისტული ნაკადის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ქართველი სტუდენტები სწავლობენ ლიტვაში და აინტერესებთ ლიტვური ენა, განსაკუთრებით, ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენის პროგრამის შემოღების შემდეგ. ასევე, დავინახეთ ლიტველების ინტერესი ქართული ენისადმი.

 

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ახლო ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, თქვენო აღმატებულებავ", განაცხადა ლიტვის პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი