შს მინისტრის მოადგილე „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარზე: სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს
29-01-2018, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

 

„მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მომხდარი ინციდენტმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. აღნიშნული განპირობებული იყო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ 2 მოქალაქის მხოლოდ დაკავებაა ასახული.

 

 

2018 წლის 28 იანვარს მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას, კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა მეტროპოლიტენის მიმართულებით გაიქცა. პატრულ-ინსპექტორებმა ისინი იდენტიფიცირების მიზნით შეაჩერეს. იმ დროს, როდესაც პოლიცია ასრულებდა კანონით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან, ორი პირი - 1992 წელს დაბადებული გ. ს. და 1982 წელს დაბადებული თ. მ., რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედება, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა და დაიწყეს აღნიშნული პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ, დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენის მხრიდან, სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს.

 

 

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით.

 


ამავე დროს, დაუმორჩილებლობის ყოველ შემთხვევაზე პოლიციას ექნება კანონის შესაბამისი მკაცრი რეაგირება უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

 


სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთსაზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

 

პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება, აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ როცა, პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

 

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად სამინისტროსთვის შესაძლოა იყოს არასასიამოვნო, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის.

 

 

ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ჩვენებით და საზოგადოებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა" აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი