ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები ნამდვილად ვერ გაიგებენ სწორად ლორა თორნტონის განცხადებას, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებას.
„საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბოდიშს მოიხდის თუ არა, ჩემთვის ეს ერთი თემაა. როცა ეს განცხადება წავიკითხე, გამახსენდა ერთ-ერთი სამხედრო სპეცოპერაცია ავღანეთში, როცა ალყაში მოქცეული ამერიკელები ჯარისკაცები და ოფიცრები ჩვენმა ქართველმა ჯარისკაცებმა დ ოფიცრებმა გადაარჩინეს. მათ ალყა გაარღვიეს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცები და ოფიცრები გამოიყვანეს“, განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს რუკაზეც კი ვერ მოძებნის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.