ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ყველა ადამიანი, ვინც სისტემური დანაშაულის აღსრულების ღერძს წარმოადგენს, შესაბამის სისტემას უნდა ჩამოშორდეს
29-01-2018, 19:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულთა მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება არა რეალური მართლმსაჯულება, არამედ სამწუხაროდ მართლმსაჯულების იმიტაცია იყო, განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული აღარ განმეორდეს საქართველოში, საჭიროა ცვლილებების განხორციელება. მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვება.

 

 

იმისთვის, რომ სისტემური დანაშაული მართლაც არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, რომელზეც მიუთითებდა სტრასბურგის სასამართლო და რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ამ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ვიყავით ჩართულები, აუცილებელია ყველა იმ რგოლში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, ვინც ამ სისტემურ ბრძოლაში იყო ჩართული. ესენი არიან ის პროკურორები, რომლებიც წარმოადგენდნენ მთავარ ღერძს სისტემური დანაშაულის აღსრულებისას, ისინი უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სისტემისგან, ის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იყვნენ უკანონო ქმედებებში და რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას ადამიანებზე, უნდა ჩამოშორდნენ შესაბამისი სამსახურებიდან, ცალკეულ შემთხვევებში, თუკი ასეთი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე იყო, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და უნდა ვიხილოთ ამ ნაწილში აღსრულებული მართლმსაჯულება. ის მოსამართლეები, ვინც ამ დანაშუალებრივ ჯაჭვს ბეჭედს ასვამდნენ სამართლიანობის სახელით და დღესაც სასამართლო სისტემაში არიან, უნდა ჩამოშორდნენ სისტემას. 

 

 

ის პატიმრები, რომლებიც ამ სისტემური დანაშუალის პირობებში იყვნენ უკანონოდ დასჯილები, რომელთა მიმართ განხორციელდა რაიმე ტიპის ძალადობა ან წამება, გამოძიებული იყოს მათი საქმეები და ამ მხრივ ადეკვატური პასუხი გავცეთ მართლმსაჯულების სახელით ყოველ საქმესთან მიმართებაში. ჩამორთმეული ქონების საკითხებს რაც შეეხება, უნდა შეიქმნას ეფექტური მექანიზმი ამ საქმეების მკვდარი წერტილიდან დასაძვრელად. ეს არის სწორედ ეფექტური მექანიზმების შექმნა და არა მარტო პასუხი წარსულ ქმედებებზე, არამედ მომავლისთვის ყველაზე საუკეთესო პრევენცია. ჩვენ ვაპირებთ, ამ საქმეში ვიყოთ ჩართულები და ამავე დროს დაინტერესებული ქართული საზოგადოებაც აქტიურად ჩავრთოთ შესაბამის პროცესში", განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი