რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით ქართული მხარის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს
30-01-2018, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის საბაჟო შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

 

 

„საბაჟო სფეროში რუსულ-აფხაზურ და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტმა გაგვაკვირვა. მესამე სახელმწიფოებთან რუსეთის თანამშრომლობის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესია, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის ქართულ-რუსული ორმხირივ შეთანხმების უკეთესად შესწავლა.

 

 

ქართველი ოფიციალური პირების ბოლო საჯარო კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ამ დოკუმენტის ტექსტს პრაქტიკულად არ იცნობენ. ამავე დროს, მალე მისი შესრულება მოგვიწვეს შვეიცარიული სადამკვირვებლო კომპანიის კონტროლის ქვეშ, რომელთანაც საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის კონტრაქტს“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და დაგმო ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი